Accessibility links

logo-print

პრემიერი სამცხე-ჯავახეთიდან იწყებს რეგიონების განვითარების პროგრამის წარდგენას


საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას იწყებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის დღეს 15:00 საათისთვის ეწვევა ახალციხეს, სადაც ბიზნესმენებს შეხვდება და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საწარმოო რესურსზე ისაუბრებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას და შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად ჩაერთვებიას კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად გამართავს საქართველოს ყველა რეგიონში.

XS
SM
MD
LG