Accessibility links

logo-print

ხორვატიამ დაასრულა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია


ხორვატიამ დაასრულა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ხელი მოაწერა სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მხარი შარშან დეკემბერში დაუჭირა ქვეყნის პარლამენტმა. სამინისტროს განმარტებით, პროცედურის გაჭიანურება განაპირობა ხორვატიის პრეზიდენტის არჩევნებმა, რომელიც თებერვალში ჩატარდა. კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად 2015 წლის 19 თებერვალს აირჩიეს. ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას 1 მარტიდან შეუდგა.

XS
SM
MD
LG