Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რინკევიჩსი: რიგაში უნდა გავაფორმოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმება


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო და ევროპის კავშირი ამ გაერთიანების რიგის სამიტზე გააფორმებენ შეთანხმებას სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ. ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას, რინკევიჩსმა განაცხადა: „უნდა დაველოდოთ ევროპის კომისიის შეფასებას და ამ შეფასების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ მჯერა, რომ შეფასება დადებითი იქნება და რიგის სამიტზე საქართველოსთან უნდა გაფორმდეს სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმება.“

XS
SM
MD
LG