Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მხარს უჭერს მოლდავეთის ტერიტორიულ მთლიანობას


ნატომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს მოლდავეთის დამოუკიდებლობას დატერიტორიულ მთლიანობას. ამის თაობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მოლდავეთის პრემიერ-მინისტრთან, კირილ გაბურიჩთან შეხვედრისას, ბრიუსელში დღეს. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ მოლდავეთი ალიანსისთვის „ფასეული პარტნიორია“. მათ მოილაპარაკეს მოლდავეთისთვის თავდაცვითი გაძლიერების შექმნის ინიციატივის პროგრამის შემქნის შემდგომი ნაბიჯების გარშემო. ეს პროგრამა ნატოს სამიტმა სექტემბერში გამოაცხადა და მისი მიზანია, ალიანსის მხრიდან სტაბილურობის ზრუნვის უზრუნველყოფა დიდძალი სამხედრო ძალების განთავსების გარეშე. რუსეთი დაემუქრა მოლდავეთს, რომ კიშინიოვის ევროპული ინტენგრაციის გაძლიერების შემთხვევაში, ის დაკარგავდა კონტროლს პრორუსული სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონზე.

XS
SM
MD
LG