Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობით შეშფოთებულია


ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის უერთგულებს თავის პოლიტიკას, არ აღიაროს ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ გამოხატა შეშფოთება ნახევარკუნძულზე სამხედრო ძალის გაზრდის გამო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც ერთგული რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა. მოგერინის განცხადება მოჰყვა რუსეთის მიერ შარშან, 16 მარტს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს. რეფერენდუმი ევროკავშირმა, აშშ-მა, ასევე კიევმა, უკანონოდ მიიჩნია.

XS
SM
MD
LG