Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ემხრობა ქალებისთვის კვოტების შემოღებას


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 16 მარტს განაცხადა, რომ მხარს უჭერს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით კვოტირების სისტემის შემოღებას. თბილისში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე საუბრისას მარგველაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მიზანი უნდა იყოს პარლამენტის ქალი წევრების რაოდენობის 12%–დან 40%–მდე ზრდა. კონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ინიციატივას საბოლოო ანგარიშით მხარი დაუჭირა, თუმცა ის კრიტიკულადაც შეაფასა.

XS
SM
MD
LG