Accessibility links

logo-print

ისრაელში არჩევნები ტარდება


დღეს ისრაელის კნესეტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. მოელიან, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიქუდსა და მემარცხენე-ცენტრისტულ ალიანსს შორის დაძაბული კონკურენცია იქნება. მემარცხენე-ცენტრისტული "სიონისტური კავშირი" ამომრჩეველს დაპირდა პალესტინელენთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბენიამინ ნეთანიაჰუმ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ თუ გაიმარჯვებს, არ დაუშვებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. მოელიან, რომ ამომრჩეველთა ხმების მეოთხედზე მეტს ვერც ერთი მხარე მიიღებს. საარჩევნო უბნები ისრაელში 7 საათზე გაიხსნა და 22 საათზე დაიხურება. მოელიან, რომ ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG