Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის შს მინისტრმა დაგმო 15 მარტის აფეთქებები


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩოდრი ნისარ ალი ხანმა „ტერორიზმის არაადამიანური აქტი“ უწოდა თვითმკვლელების მიერ ლაჰორში მოწყობილ თავდასხმებს. 15 მარტს ლაჰორში, ორ ეკლესიასთან პაკისტანის თალიბანის წევრმა თავდამსხმელებმა აიფეთქეს თავი. შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 70 დაიჭრა. ხანმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები იყო მეამბოხეთა უკმაყოფილების გამოხატულება სამხედრო ოპერაციის გამო, რომელსაც პაკისტანის ხელისუფლება აწარმოებს მათ წინააღმდეგ. გასული წლის ივნისში პაკისტანმა წამოიწყო მასშტაბური ოპერაცია მეამბოხეთა პოზიციების შესასუსტებლად. „ჩვენ შევზღუდეთ მათი მოქმედების არეალი“-ო, განაცხადა 16 მარტს პაკისტანის შინგანა საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG