Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი: ძალადობას წერტილი უნდა დაესვას


ძალადობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, თორემ უკან დაგვრჩება ყველა კარზე კაკუნი, ნატო-ზეც და ევროპაზეც, რადგან ნატო-შიც და ევროპაშიც გველიან ცივილიზებულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია მაესტროში სტუმრობისას განაცხადა. ქუჩაში შეხლა-შემოხლით და ძალისმიერი მეთოდებით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია, განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ვინც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" გააქროს გინდ ხელკეტით, გინდ კანონის არასწორი გამოყენებით და გულზე მჯიღის ცემით, ამით "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ აძლიერებს.

XS
SM
MD
LG