Accessibility links

logo-print

ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიხსნება


ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი დაახლოებით შემოდგომაზე გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა ნატო-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნატო-ს კვლევითი ჯგუფი, რომელიც შედგება ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნების ინიციატივის ოფიცრებისგან, ეწვია საქართველოს, რათა ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაარსების საკითხებზე იმუშაოს. „ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სრულად ინტეგრაციას ნატო-ში , - ამის შესახებ ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თავდაცვის სამინისტროში განაცხადა.

XS
SM
MD
LG