Accessibility links

logo-print

რუსეთი ზეიმობს ყირიმის ანექსიას დასავლეთის კრიტიციზმის ფონზე


რუსეთში ერთკვირიანი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. ყირიმის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ოლეგ ბალავენცევმა ყირიმის ანექსიას, „რუსეთში დაბრუნება“ უწოდა. 2014 წლის მარტში რუსეთმა სამხედრო ძალით მოახდინა ყირიმის ანექსია და შემდეგ 16 მარტს ჩაატარდა რეფერენდუმი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებმა უკანონო და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღევა უწოდეს. აშშ-ი და ევროკავშირი აცხადებენ, რომ რუსეთის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციები შენარჩუნდება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ყირიმის ოკუპაციას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ განვლილი წლის განმავლობაში ნახევარკუნძულზე „დრამატულად ირღვეოდა“ ადამიანის უფლებები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი ყირიმში კვლავ ზრდის სამხედრო ძალების რაოდენობას.

XS
SM
MD
LG