Accessibility links

logo-print

ლევან ღირსიაშვილი: ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი საფრთხეს არავის უქმნის


ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი საფრთხეს არავის უქმნის და წარმოადგენს არა სამხედრო ბაზას, არამედ წვრთნისა და შეფასების ცენტრს - განაცხადა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განმარტებით, ერთობლივ ცენტრს ალიანსი წარმოიდგენს ორგანიზაციად, რომლის მიზანი საქართველოს მხარდაჭერაა. უილიამ ლაჰიუს ინფორმაციით, ცენტრის ადგილმდებარეობა იქნება ქართული სამხედრო ბაზა, სადაც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს ნატოს რამდენიმე ოფიცერი. „ამიტომ ეს ცენტრი არ წარმოადგენს სამხედრო კუთხით დანახულ საფრთხეს”, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. მისივე თქმით, ერთობლივი ცენტრი მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელიც მიზნად ისახავს ნატოში საქართველოს სრულად ინტეგრაციას.

XS
SM
MD
LG