Accessibility links

logo-print

უკრაინის ქალაქ კონსტანტინოვკაში არეულობამ იფეთქა


დონეცკის ქალაქ კონსტანტინოვკაში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ძალადობამ იფეთქა მას შემდეგ, რაც უკრაინელი სამხედოების ჯავშანმანქანა ქუჩაში ფეხით მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა. ინცინდენტის შედეგად 7 წლის გოგო დაიღუპა. განრისხებულმა მოქალაქეებმა ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ შენობას და დაწვეს სამხედროების კუთვნილი რამდენიმე ავტომობილი. პოლიციის ცნობით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორი სამხედრო დაკავებულია, დგინდება მასობრივი არეულობის ორგანიზატორების ვინაობა. „ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის უფლებას, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს და მათ მომხრეებს არ მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანტონ ჰერაშენკომ.

XS
SM
MD
LG