Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ნოდარ ბალახაშვილი: "რიტუალების სახლი აღარ არის სოფლების პრიორიტეტი"


სოფლის მოსახლეობის პროგრამა 2015 წლიდან შეცვლილი სახით ხორციელდება. ახალი წესების თანახმად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანონ და, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, თანხა მუნიციპალიტეტში დამატებითი პროექტის დასაფინანსებლად მიმართონ. სოფლის მოსახლეობის წლევანდელი პრიორიტეტები ახალციხის მუნიციპალიტეტში ძირითადად ორი მიმართულებით განისაზღვრა.

სასმელი და სარწყავი წყალი და სოფლამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, 2015 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სოფლების უმრავლეს ნაწილში განხორციელდება. თანხა სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება და ახალციხის მუნიციპალიტეტში თითოეულ სოფელს 4 000-დან 80 ათას ლარამდე ფარგლებში შეეძლება არსებული პრობლემების მოგვარება, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი.

წინა წლებში თანხები სოფლებისთვის მთავრობის განკარგულებით გამოიყოფოდა, ახლა უკვე მუნიციპალიტეტი უმტკიცებს თითოეულ სოფელს შესაბამისი პროექტის თანხას, აცხადებს ტენდერებსა და დებს ხელშეკრულებებს. სოფლების დიდ ნაწილში ამბობენ, რომ პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. თემზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, – აცხადებს აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი მიხეილ კაპანაძე.

მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაესწროს კრებებს და ისე განისაზღვროს პრიორიტეტები. ვადა განსაზღვრული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია პროცესი დროულად დასრულდეს, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამინისტრო იტოვებს უფლებას მონიტორინგი განახორციელოს თანხების მიზნობრივად ხარჯვაზე.

XS
SM
MD
LG