Accessibility links

logo-print

ბალტიის ფლოტში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა


რუსეთის ბალტიის ფლოტსა და საჰაერო-სადესანტო ძალებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა, როგორც იუწყებიან, რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლების ფარგლებში. მანევრების დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უშუალოდ შეამოწმებს ჯარების შეტყობინებისა და მართვის სისტემას. წინა დღით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება ჩრდილოეთ ფლოტის, დასავლეთ სამხედრო ოლქის ზოგიერთი დანაყოფისა და საჰაერო-სადესანტო ჯარების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. ამ ბრძანების თანახმად, ბარენცის ზღავში გავიდა სამი წყალქვეშა ნავი, რომლებიც ავიაციის დახმარებით მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებს ეძებენ.

XS
SM
MD
LG