Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამფუძნებელი კრების ქალები“ და გენდერული თანასწორობის მიღწევის გეგმა


9 მარტს ნიუ იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 59-ე სესიის გახსნაზე, მინისტრებმა და მთავრობათა წარმომადგენლებმა პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც 2030 წლისთვის გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ სწრაფვას ადასტურებენ. სესიის გახსნის ცერემონიალზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პროგრესი გენდერული თანასწორობის გზაზე ნელი და არათანაბარია. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და როგორ უწყობს ფეხს საქართველო მსოფლიო ტენდენციებს - ეს იქნება საუბრის ერთ-ერთი თემა დღევანდელ, 17 მარტის, „გენდერულ ამბებში“, შემდეგ კი საუბარი შეეხება გამოფენას, რომლის სახელწოდებაცაა ”დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-21“. გამოფენა 19 მარტს გაიხსნება. სტუმრები: ნათია კაპანაძე - ქალთა საინფრომაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორი; ელენე რუსეცკი- ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი; სალომე ბენიძე - ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ანტონ ვაჭარაძე - ეროვნული არქივის, ისტორიული არქივის დირექტორი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG