Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი აღმოსავლეთის რეგიონების სტატუსზე


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო სტატუსს აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიისათვის. კანონპროექტში განსაზღვრულია რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული იმ რაიონების საზღვრები, რომლებსაც შესაძლოა მიენიჭოს საგანგებო სტატუსი შეზღუდული თვითმმართველობის ჩარჩოებში. ეს ნაბიჯი მიეკუთვნება გასულ თვეში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრულ ზომებს. კანონპროექტის მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ რაიონებს საგანგებო სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც იქ ჩატარდება არჩევნები - უკრაინის კანონმდებლობით და უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით. რუსეთმა და მეამბოხეებმა 16 მარტს უკვე გააკრიტიკეს კანონპროექტი.

XS
SM
MD
LG