Accessibility links

logo-print

რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს გამარჯვების დღის აღნიშვნის საბოტაჟში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ და ევროკავშირის „აგრესიული“ წევრები დაადანაშაულა შეთანხმებულ ძალისხმევაში, რომლის მიზანიც არის ჩაიშალოს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისათვის რუსეთში აღნიშვნა. ლავროვმა კრემლში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავმჯდომარეობით ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ზომები, რომლებსაც ამერიკელები და ევროკავშირის „აგრესიული ბირთვი“ მიმართავენ, გავლენას ახდენს ღონისძიებაში ევროპის ქვეყნების მონაწილეობაზე. მოსკოვში 9 მაისისთვის დანიშნულ ღონისძიებაში, სავარაუდოდ, ცოტა დასავლელი ლიდერი თუ მიიღებს მონაწილეობას. უმრავლესობა უარს ამბობს რუსეთში ჩასვლაზე ამ ქვეყნის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ლავროვი გამოთქვამს იმედს, რომ მოსკოვში ჩავლენ ჩეხეთის რესპუბლიკისა და კვიპროსის პრეზიდენტები, აგრეთვე საბერძნეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები.

XS
SM
MD
LG