Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სტრატეგიულ ბომბდამშენებს აგზავნის ყირიმში და რაკეტებს კალინინგრადში


რუსეთის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთი სტრატეგიულ ბობდამშენებს აგზავნის უკრაინისაგან ანექსირებულ ყირიმში და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს განათავსებს კალინინგრადში. საინფორმაციო სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ სამხედრო ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ტუ-95 და ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული ბომბებით ფრენაც შეუძლიათ, ყირიმში იგზავნება რუსეთში დაწყებული სამხედრო წვრთნების ჩარჩოებში. იუწყებიან აგრეთვე, რომ "ისკანდერის" ტიპის რაკეტებს განათავსებენ კალინინგრადის რაიონში, რომელიც ნატოს წევრებს, პოლონეთსა და ლიტვას ესაზღვრება. „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები 500-მდე კილომეტრიან რადიუსში მოქმედებს და შესაძლებელია მათი როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინებით აღჭურვა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, ევა კოპაჩის აზრით, რუსეთი ამ ნაბიჯს დგამს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრამდე და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებებზე მოსკოვის მიმართ ახალი სანქციების საკითხში.

XS
SM
MD
LG