Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი: მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არა აქვს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" დაგეგმილი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ბათილად და იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულებად მიიჩნევს, - ამის შესახებ მან გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა. „ხვალ მოაწერენ ხელს, მაზეგ თუ ერთი კვირის წინ მოაწერდნენ, ამით არაფერი იცვლება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობაში ამის თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია მიტანილია. მათ გამოხატული აქვთ პოზიციები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG