Accessibility links

სერბიაში დააკავეს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის სავარაუდო მონაწილეები


სერბიაში პოლიციამ დააკავა შვიდი მამაკაცი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში უშუალო მონაწილეობაში ეჭვმიტანით. 1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის ამ ქალაქში 8000-ზე მეტი მუსლიმი დახოცეს. სერბი და ბოსნიელი პროკურორების ერთობლივმა ჯგუფმა საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესს" უთხრა, რომ 18 მარტს დაკავებული პირები ბრალდებული არიან 1995 წლის ივლისში სრებრენიცის გარეუბანში 1000-ზე მეტი მუსლიმის დახოცვაში. შვიდივე მამაკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც ბოსნიელი სერბების ომისდროინდელი, საგანგებო პოლიციის წევრი. პროკურორების განმარტებით, ისინი ეჭვმიტანილი არიან სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ჩადენაში.

XS
SM
MD
LG