Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი აკრიტიკებს რუსეთსა და ცხინვალს შორის "ხელშეკრულებას"


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას უწოდებს რუსეთისა და მის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებული სამხრეთ ოსეთის მიერ „მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ გაფორმებას, რაც დღეისთვის არის დაგეგმილი. მოგერინიმ საგანგებო განცხადება გააკეთა მოსკოვის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ამ "ხელშეკრულებაზე" ხელმოწერა სწორედ იმ დღეს, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 31-ე რაუნდი იმართება, ქმნის გარემოს, რომელიც არ უწყობს ხელს ძალისხმევას, ადგილზე უშიშროებისა და ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG