Accessibility links

logo-print

ლავროვი უკრაინას ადანაშაულებს მინსკის შეთანხმების დარღვევაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, უკრაინის კანონპროექტი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიის საგანგებო სტატუსის შესახებ „აშკარად არღვევს“ გასულ თვეში მინსკში ხელმოწერილ სამშვიდობო გეგმას. 18 მარტს გაკეთებული განცხადებით, ლავროვმა დაგმო უკრაინის პარლამენტში წინა დღეს დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც, ლავროვის აზრით, ხელს შეუშლის უკრაინასა და სეპარატისტებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას. ლავროვის თქმით, მან გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნა წარილი, რათა მათი ყურადღება მიაპყროს „მინსკის პაკეტის პოლიტიკური ნაწილის პირველი ნაბიჯების აშკარა დარღვევას“. უკრაინის პარლამენტში დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვრებს აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიისათვის, რომელსაც საგანგებო სტატუსი მიენიჭება. ამასთან სტატუსი უნდა ამოქმედდეს უკრაინის კანონმდებლობის საფუძველზე არჩევნების ჩატარების შემდეგ. რუსეთი და მისი მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი არღვევს მინსკის შეთანხმების პირობებს.

XS
SM
MD
LG