Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დონდუა: მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმების ხელმოწერა მიზანმიმართული პროვოკაციაა


ჟენევის დისკუსიის პარალელურად მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის დაგეგმილ შეთანხმების ხელმოწერას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა მოლაპარაკებებზე თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ. მან ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი პროვოკაცია მიზნად ისახავს მოლაპარაკების 31-ე რაუნდისთვის რაც შეიძლება მეტი სირთულის შექმნას და ზოგადად ამ ფორმატის არსებობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის ფორმატის შესანარჩუნებლად ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს. დიპლომატის თქმით, მას შემდეგ რუსეთმა დაასახელა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს დაუკავშირდა და მათი კომპეტენციის შესაბამისი რეაგირება სთხოვა. დავით დონდუას ინფორმაციით, ჟენევაში მყოფ თბილისის დელეგაციას 17 მარტს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს და აშშ-ის წარმომადგენლებთან. დავით დონდუას ცნობით, დღევანდელი მოლაპარაკებისას უმთავრესი საკითხი უსაფრთხოებაა, რომლის განხილვის დროსაც თბილისის დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სწორედ იმ ხელშეკრულებებზე, რომლებსაც რუსეთი აფორმებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და ამით სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები, კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა და სხვა საკითხებიც, მაგრამ მანამდე ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ.

XS
SM
MD
LG