Accessibility links

ტუნისში რვა ადამიანი მოკლეს მუზეუმზე თავდასხმისას


ტუნისში რვა ადამიანი მოკლეს მუზეუმზე თავდასხმისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულებს შორის მხოლოდ ერთი ტუნისელია. ცნობაში ნათქვამი არ არის, რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან იყვნენ დანარჩენი მოკლულები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რამდენიმე მძევალიც აიყვანეს. იუწყებიან ასევე, რომ მუზეუმში იმყოფება ორი ექსტრემისტი, რომელსაც უშიშროების ძალებმა ალყა შემოარტყეს. ცნობილი არ არის, ვინ არიან თავდამსხმელები. მუზეუმი, რომელზეც თავდასხმა მოეწყო, ტუნისში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

XS
SM
MD
LG