Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში შვიდი ტურისტი მოკლეს მუზეუმზე თავდასხმისას


ტუნისის მთავრობის ცნობით, სულ ცოტა, შვიდი უცხოელი ტურისტი დაიღუპა პარლამენტის შენობასთან მდებარე მუზეუმზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 მარტის ინციდენტი დასრულდა ორი თავდამსხმელის დახოცვით. იუწყებიან აგრეთვე, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლეს. სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის დროს დაიღუპა უშიშროების ძალების ერთი წევრიც. ტუნისის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ თავდასხმისას დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ტუნისი, რომლისთვისაც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი, აქამდე ახერხებდა ექსტრემისტების ფართომასშტაბიანი თავდასხმების თავიდან იცილებას 2011 წელს დიქტატორ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის მმართველობის დამხობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG