Accessibility links

logo-print

პუტინი ყირიმს მიაკუთვნებს რუსეთის "სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის" სათავეებს


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ყირიმი არის არამარტო ტერიტორია, არამედ სულიერი საყრდენი, რომელიც რუსებს ერად აქცევს. ეს შეფასება პუტინმა გამოთქვა მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე, სადაც იმართება მიტინგი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავად. „საუბარია არა, უბრალოდ, ტერიტორიაზე, რომელიც საკმარისად გვაქვს. საუბარია ისტორიულ სათავეებზე, ჩვენი სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის სათავეებზე, საუბარია იმაზე, რაც გვაქცევს ერთიან ხალხად და ერთიან, შეკრულ ერად“, განაცხადა პუტინმა. მან თანამემამულეები შეაქო "გასაოცარი პარტიოტიზმისათვის" ყირიმისა და სევასტოპოლის მკვიდრთა მხარდაჭერისას და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი დაძლევს სირთულეებს, რომლებსაც მას უცხოეთიდან უქმნიან. ყირიმის ანექსია ითვლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად, რის გამოც რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ უცხოეთში.

XS
SM
MD
LG