Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გაანადგურა "ისლამურის სახელმწიფოს" უპილოტო საფრენო აპარატი


აშშ აცხადებს, რომ გაანადგურეს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" უპილოტო საფრენი აპარატი. აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლის, მაიორ კიმ მაიკელსენის თქმით, ტერორისტული გაერთიანების ეს აპარატი პატარა და შეუიარაღებული იყო. ამ სახის უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაიკელსენი ამბობს, რომ ტერორისტები აპარატს ქალაქ ფალუჯის დაზვერვისთვის იყენებდნენ და შემდეგ იგი ავტომობილში მოათავსეს. აშშ-ს საჰაერო დარტყმამ ეს ავტომობილი გაანადგურა. ბოლოს 24 საათის განმავლობაში, აშშ-ს ინფორმაციით, მათ 11 საჰაერო იერიში მიიტანეს ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე, ქალაქ რამადაში, ქირქუქსა და მოსულში, ხოლო ორი - სირიის ქალაქებზე, ალ-ჰასაკასა და კობანიზე.

XS
SM
MD
LG