Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტს დონბასის სტატუსში ცვლილებების შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო წესის ამოქმედება გადავადდა ამ რეგიონებში უკრაინის კანონმდებლობით არჩევნების ჩატარებამდე. კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში. დონბასის საგანგებო სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებები 17 მარტს მოიწონა უკრაინის უმაღლესმა რადამ. უკრაინის პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ რაიონების ნუსხა, რომლებშიც თვითმმართველობის საგანგებო წესი ამოქმედდება. ახალი შესწორებების თანახმად, დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს არ შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არჩევნები საომარი დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ ჩატარდება. უკრაინის კანონში ცვლილებები რუსეთმა შეაფასა, როგორც მინსკის შეთანხმებების პოლიტიკური ნაწილის დარღვევა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა ალექსანდრ ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკიმ ერთობლივი განცხადებით დაადანაშაულეს კიევი მინსკის შეთანხმებების დარღვევაში. მათ განაცხადეს, რომ კიევთან კომპრომისი შეუძლებელია მანამდე, სანამ არ გაუქმდება „პოროშენკოსა და უმაღლესი რადის სამარცხვინო გადაწყვეტილებები“.

XS
SM
MD
LG