Accessibility links

logo-print

ტუნისის პრეზიდენტი "დაუნდობელ" ომს უცხადებს ტერორიზმს


18 მარტის სატელევიზიო გამოსვლისას ტუნისის პრეზიდენტმა დაიმუქრა, რომ „დაუნდობელ“ ომს უცხადებს ტერორიზმს. ტუნისის დედაქალაქში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა სულ ცოტა 20 ადამიანი დახოცეს ბარდოს მუზეუმში. დაშავდა 24. სულ ცოტა, ტუნისის ორი მოქალაქე და 18 უცხოელი ტურისტი დაიღუპა თავდასხმისას: იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთისა და კოლუმბიის მოქალაქეები. დაღუპულ ტუნისელებს შორის ერთი უშიშროების თანამშრომელია. ტუნისის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ ომი გვაქვს ტერორიზმთან და ეს სასტიკი უმცირესობები ჩვენ ვერ შეგვაშინებენ“. სამართალდამცავებმა ორი შეიარაღებული თავდამსხმელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG