Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო გამართავს სხდომას ყირიმის საკითხზე


19 მარტს დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ყირიმში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. არაოფიციალური, დახურული სხდომა ინიცირებულია ლიტვის მიერ. სააგენტო ტასის ინფორმაციით, მოსკოვი სხდომას წინასწარვე აფასებს „კონტრპროდუქტიულად და პროვოკაციულად“ და არ აპირებს მასში მონაწილეობას. სხდომაზე გამომსვლელთა შორის არის ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის აღიარებული ლიდერი მუსტაფა ჯემილევი, რომელმაც განაცხადა, რომ ყირიმელები „შიშში ცხოვრობენ და გააქვთ თავი“.

XS
SM
MD
LG