Accessibility links

logo-print

"კომერსანტი" - გამოძიება რუსლან გერემეევის დაკითხვას აპირებს


„კომერსანტის“ ცნობით, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებს შინაგანი ჯარის ბატალიონ „სევერის“ ყოფილი ოფიცრის რუსლან გერემეევის დაკითხვა სურთ.გამოცემის წყაროს ცნობით, ორი ბრალდებულის ზაურ დადაევისა და ტამერლამ ესკერხანოვის ჩვენებების გამო, გამომძიებლები არ გამორიცხავენ გერემეევის მონაწილეობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობაში. ამასთან, გაზეთის ინფორმაციით, გერემეევის დაკითხვას მხოლოდ მოწმის სახით აპირებენ, რადგან დადაევმა და ესკერხანოვმა უარყვეს თავიანთი ჩვენებები. მანამდე „ნოვაია გაზეტა“ თავის საგამოძიებო სტატიაში დანაშაულის აშკარა შემკვეთ - ვინმე მაიორ რუსლანზე წერდა. რუსლან გერემეევი არის გავლენიანი ჩეჩნური ოჯახის წევრი. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, რუსლან გერემეევი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის სულეიმან გერემეევის, აგრეთვე - სახელმწიფო დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვის ახლო ნათესავია. ბორის ნემცოვი მიმდინარე წლის 27 თებერვლას, მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

XS
SM
MD
LG