Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ტუნისში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ტუნისის დედაქალაქში 18 მარტს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „საქართველო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მთავრობებს იმ სახელმწიფოებისა, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა მომხდარ თავდასხმას, გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“ - ნათქვამია სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს ტუნისის მთავრობის მისწრაფებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი და სჯერა, რომ ტუნისელი ხალხი შეძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევას დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

XS
SM
MD
LG