Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულება


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა „მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულება,“ რომელსაც 18 მარტს, მოსკოვში მოაწერეს ხელი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა. „რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მსგავსი არალეგიტიმური ქმედებებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთის თბილისის მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, საქართველოს მთავრობამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაგმო რუსეთის მიერ ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, შემდეგ კი ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

XS
SM
MD
LG