Accessibility links

logo-print

იაცენიუკი: ევროპის ერთიანი პოზიციის უქონლობა რუსეთის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ევროკავშირს მოუწოდებს, შეინარჩუნოს დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი არ შეასრულებს მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების პირობებს. ეს განცხადება იაცენიუკმა გააკეთა დღეს ბრიუსელში ყოფნისას მას შემდეგ, რაც შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს. იაცენიუკმა დასძინა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიციის უქონლობა უკრაინასთან მიმართებით იქნება რუსეთის ყველაზე დიდი გამარჯვება და თავისუფალი სამყაროს მარცხი. დღეს ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, დეკემბრამდე გააგრძელებენ ამჟამინდელ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ მოიცდიან ივნისამდე, სანქციების ვადის ამოწურვამდე.

XS
SM
MD
LG