Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ კონგრესმენთა ნაწილი ობამას მოუწოდებს, ოფიციალურად ცნოს სომხების გენოციდი


18 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, გენოციდად აღიაროს ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა პირველი მსოფლიო ომის დროს. „სომხების გენოციდი: სიმართლე და სამართლიანობის“ რეზოლუციას მხარს უჭერს 40-მდე კონგრესმენი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან. რეზოლუციაში ასევე ლაპარაკია აშშ-ის როლზე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში, „რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარება და სამართლიანი, ყოვლისმომცველი საერთაშორისო რეზოლუცია ამ კაცობრიობის წინაშე დანაშაულთან“. ანკარა აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში ბევრი სომეხი დაიღუპა, თუმცა ერთ ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიკვდილს გენოციდად არ ცნობს.

XS
SM
MD
LG