Accessibility links

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაითხოვეს გივი თარგამაძესთან თანამშრომლობისთვის


ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის ბრლადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან დაითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვარლამ ხათრიძის განცხადებით, ბაზიაშვილი სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას თარგამაძეს. როგორც ხათრიძემ თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც სამინისტროს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას სისტემატურად აწვდიდა გივი თარგამაძეს. ეს თანამშრომელი, რუსლან ბაზიაშვილი, სამსახურიდან დაითხოვეს.

XS
SM
MD
LG