Accessibility links

logo-print

ტუნისის მუზეუმზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა


ტუნისის მთავრობა აცხადებს, რომ 20 უცხოელი ტურისტი დაიღუპა 18 მარტს მუზეუმზე მოწყობილი თავდასხმისას. თავდაპირველად, სამართალდამცველებმა თქვეს, რომ 17 უცხოელი და სამი ტუნისელი ემსხვერპლა ბარდოს მუზეუმზე განხორციელებულ შეტევას, თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ აიდიმ თქვა, რომ ახალი მონაცემების მიხედვით, 13 დაღუპული ამოცნობილ იქნა. მათ შორის არიან სამი იაპონელი, ორი ესპანელი, ორი ფრანგი, თითო კოლუმბიელი, ავსტრალიელი, ბრიტანელი, ბელგიელი, პოლონელი და იტალიელი ტურისტები. მუზეუმზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ტუნისის მთავრობასაც არ გაუკეთებია განცხადება იმის თაობაზე, თუ აქამდე რატომ ვერ მოახერხა პოლიციამ დამნაშავეების დაკავება. ტუნისში ესპანეთის საელჩოს თქმით, თავდასხმას გადაურჩა ორი ესპანელი, რომლებიც მუზეუმის თანამშრომელი დაეხმარა და ღამე მუზეუმშივე გაათენებინა.

XS
SM
MD
LG