Accessibility links

ჩეჩნეთში გაასამართლებენ კაცს ექსტრემისტისთვის საჭმლის ყიდვის ბრალდებით


ჩეჩნეთში გაიმართება სასამართლო სხდომა ვიზირ ზაურბეკოვის საქმეზე. მას ბრალი ედება ექსტრემიზმის ხელშეწყობაში. დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადასცა საქმე შატოის ოლქში მცხოვრები ზაურბეკოვისა, რომელსაც ესქსტრემისტისთვის საჭმლის ყიდვაში ადანაშაულებენ. თავად ზაურბეკოვი იანვარში დააკავეს. უფლებადაცმველები ამბობენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, მკვეთრად გაზარდა ზეწოლა ისლამისტების ნათესავებზე, მეგობრებსა თუ მათთან დაახლოებულ პირებზე. ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში, ვიზირ ზაურბეკოვის გარდა, იმავე ბრალდებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. ​

XS
SM
MD
LG