Accessibility links

სანკტ-პეტერბურგში პუტინის ბიუსტს დადგამენ


სანკტპეტერბურგელი კაზაკები გეგმავენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბიუსტის დადგმით აღნიშნონ. მოქანდაკე პაველ ფრეშნიკოვი აპირებს პუტინი რომის იმპერატორს დაამსგავსოს, აბჯრითა და დაფნის გვირგვინით. ძეგლს 9 მაისს გაიხსნიან სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში, მეტროს გაჩერების მახლობლად. ამ ქალაქში მცხოვრები კაზაკების ატამანის, ანდრეი პოლიაკოვის თქმით, პუტინისთვის ძეგლის დადგმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ შთააგონა. ის იწონებს, როგორც თავად ამბობს, პუტინის პოლიტიკას „გააერთიანოს რუსეთის უძველესი მიწები“. ადგილობრივ მედიასაშუალებასთან საუბრისას, პოლიაკოვმა თქვა, რომ პუტინი „მამაკაცობის განსახიერება“, ხოლო დღევანდელი რუსეთი, „ნამდვილი იმპერიაა“. გრეშნიკოვი კი, ამბობს, რომ, მართალია, პუტინის ყველა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, პუტინი მისთვის ერთ-ერთი იშვიათი რუსი ლიდერია მათ შორის, ვინც ბოლო 50 წლის განმავლობაში მოახერხა თავისი საქმის სრულფასოვნად შესრულება. ​

XS
SM
MD
LG