Accessibility links

logo-print

აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი


პაკისტანის თალიბანი აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ დღეს განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა მისი ერთ-ერთი ლიდერი ხარვრაი მეჰსუდი. თალიბანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მეთაური მეჰსუდი თალიბანის ყოფილ ლიდერ ჰაკიმულა მეჰსუდთან დაახლოებული პირი და მისი პირადი მცველი იყო. პაკისტანის საიდუმლო სამსახურის ორმა თანამშრომელმა დაადასტურა აშშ-ის თავდასხმა.​

XS
SM
MD
LG