Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება


აშშ-ისა და ირანის დიპლომატები ამბობენ, რომ წინსვლას მიაღწიეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, თუმცა შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი. აშშ, ხუთ სხვა ქვეყანასთან ერთად, ცდილობს ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას მისი ბირთვული პროგრამის შესაზღუდად, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მხარეებმა შეთანხმების ვადად 30 მარტი განსაზღვრეს, ხოლო თავად ხელშეკრულებისა - 30 ივნისი. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას მწვავე საკითხები, თუმცა აღსანიშნავია მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, ირანის საინფორმაციო სააგენტო ირნას უთხრა: „საგრძნობლად მივიწევთ წინ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი“. ასოშიეიტედ პრესის სააგენტო ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არიან შეთანხმების მიღწევისაგან.

XS
SM
MD
LG