Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიბოტარუ: მოლდავეთი მზად უნდა იყოს ჰიბრიდული ომისთვის


მოლდავეთის თავდაცვის მინისტრმა ვიორელ ჩიბოტარუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს, გაუმკლავდეს ჰიბრიდული ომის საშიშროებას. ეს არის მინიშნება ტაქტიკაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში მიმართავს. ჩიბოტარუმ რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს უთხრა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ საფრთხეში ცხოვრებაო. მინისტრის თქმით, ნატოს მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა საგრძნობლად გაზარდა მოლდავეთის ჯარის მზადყოფნა. მაგრამ დასძინა, რომ საამისოდ მოლდავეთს თავდაცვის ბიუჯეტის გაოთხმაგება მოუწია.

XS
SM
MD
LG