Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღი ბაქოს სამი ჯარისკაცის მკვლელობაში ადანაშაულებს


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება აზერბაიჯანს ადანაშაულებს თავდასხმაში, რომელსაც სამი სომეხი ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა. როგორც ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციებზე შეტევა დღეს განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი კი დაპირისპირების გამწვავებაში სეპარატისტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ 20-მდე სომეხი ჯარისკაცი დაშავდა ან დაიღუპა.

XS
SM
MD
LG