Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი პატრულ ბაზიაშვილის საქციელს „უღირსს“ უწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ პროკურატურას პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესა და პოლიციიდან გათავისუფლებულ რუსლან ბაზიაშვილს შორის ფარული თანამშრომლობის საკითხზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 19 მარტს სამსახურიდან გაათავისუფლა პატრულის თანამშრომელი, რომელიც, როგორც გაირკვა, ფარულად, სრულიად უნებართვოდ და უკანონოდ აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს. რაც შეეხება უშუალოდ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციის თანამშრომლის ქმედებას, მას მთავრობის მეთაურმა "უღირსი" უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო დროულად მოხდება ასეთი პოლიციელების გამოვლენა და დასჯა, უკეთესი იქნება.

XS
SM
MD
LG