Accessibility links

logo-print

"გრაკლიანის გორას" და "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "გრაკლიანის გორას" და "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რამდენიმე თვე მუშაობდა.

XS
SM
MD
LG