Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის სანქციებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას დაუკავშირებს


ევროკავშირის გადაწყვეტილებით რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაგრძელება დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ როგორ შესრულდება გასულ თვეში მინსკში მიღწეულ შეთანხმება, რომელიც სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამ საღამოს ჩვენ ვიმსჯელეთ უკრაინისა და რუსეთის თაობაზე. ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები კანცლერ მერკელისა და პრეზიდენტ ოლანდის შუამავლობით ხელმოწერილ მინსკის შეთანხმების შესრულებას დაუკავშირდეს. ევროკავშირის საბჭო თანხმდება, რომ სანქციების მოქმედების ვადა აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს მინსკის შეთანხმებათა შესრულებას, მხედველობაში გვაქვს ის, რომ სანქციები მხოლო 2015 წლის ბოლომდეა გათვალისწინებული. თუმცა, ევროკავშირის საბჭო მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილებებიც მიიღოს. განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა19 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს. რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური, თავდაცვითი თუ ენერგეტიკული სანქციების ვადა 2015 წლის ივლისში იწურება. ევროკაშირის ლიდერები სანქციების შემდგომი გაგრძელების საკითხზე ივნისის სამიტზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG