Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: გვაქვს „იშვიათი შესაძლებლობები“ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს აქვთ იშვიათი შესაძლებლობა, რათა უკეთესობისაკენ შეცვალონ მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები. „ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნები გაყოფილი შიშითა და ტყუილით. ჩვენ გვაქვს შანსი, მივაღწიოთ პროგრესს, რომელიც მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს სიკეთეს ჩვენს ქვეყნებს და მსოფლიოს. ახლა ჯერი ჩვენზე, ირანელებსა და ამერიკელებზეა, რათა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ეს შესაძლებლობა, რომელიც ამ ახალ პირობებში გაიფურჩქნება.“ ბარაკ ობამამ ირანელთა ახალი წლის ნოვრუზის დღესასწაულის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ პროგრესზეც ისაუბრა. თუმცა, ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯერჯერობით კვლავ არსებობს უთანხმოება.

XS
SM
MD
LG