Accessibility links

logo-print

რუსეთი მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის „ობიექტურ გამოძიებას“ ითხოვს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გასული წლის ივლისში აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ კატასტროფის „ობიექტურ და გამჭვირვალე“ გამოძიებას ითხოვს. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ერთ-ერთმა ტელეარხმა გაავრცელა ცნობა კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილი მეტალის ფრაგმენტზე, რაც „ბუკის“ საზენიტოს კომპლექსის მიწა-ჰაერის კლასის რაკეტის დასამზადებლად გამოიყენება. ფრაგმენტის შესწავლის შემდეგ, ჰოლანდიელმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედმა პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინფორმაციას „შემოგდებული“ უწოდა. გასულ წელს დონეცკის ახლოს მალაიზიის კუთვნილი „ბოინგის“ კატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, 298 კაცი დაიღუპა. რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინის არმიას ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG