Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ბენიამინ ნეტანიაჰუს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პარტია "ლიკუდის" თავმჯდომარესა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს. სატელეფონო საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნეტანიაჰუს წარმატება და ისრაელის სახელმწიფოს წინსვლა უსურვა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

XS
SM
MD
LG